ბალტიისპირეთი, ბულგარეთი და რუმინეთი - ევროკავშირის ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ავარია ხდება

იმის დასადგენად, თუ რომელია ევროკავშირის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ავტომობილით გადაადგილებისათვის და სად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები ყველაზე ხშირად, ევროპის სატრანპორტო უსაფრთხოების საბჭოს (ETSC) მონაცემებზე დაყრდნობით სტატიას Euronews-ი აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ავატოსაგაზო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა თითქმის განახევრდა. მაგალითისათვის, ევროკავშირში გასულ წელს ავტოსაგაზაო შემთხვევებს სულ 25 000 ადამიანი ემსხვერპლა, მაშინ როდესაც 2001 წელს დაღუპულთა რიცხვი 55 000-ს შეადგენდა. ექსპერტები აცხადებენ, რომ აღნიშნული სტატისტიკა საგზაო მოძრაობაში გატარებული რეფორმების შედეგია.

ავტოსაგზაო შემხვევები ყველაზე ხშირი შემთხვევები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, კერძოდ კი ლიეტუვაში, ლატვიაში, ბულგარეთსა და რუმინეთში დაფიქსირდა.

კვლევის მიხედვით, 2001 წელს ლიეტუვაში ყოველ მილიონ ადამიანზე 236 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად იღუპებოდა, რაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა. 17 წლის შემდეგ კი, ეს მაჩვენებელი 76-მდე შემცირდა, რაც ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგია.

სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირდა, სადაც ყოველი მილიონი ადამიანიდან ავტოსაგზაო შემთხვევებს 28 ეწირება. მე-2 ადგილს კი შვედეთი იკავებს, სადაც მსხვერპლის რაოდენობა 32-ის ტოლია.

აღსანიშნავია, რომ არსებული სტატისტიკის მიუხედავად ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა, მალტაა. კუნძულზე ავტოსაგზაო შემთხვევით გარდაცვლილთა რიცხვი 2001-დან 2018 წლამდე 12.5%-ით გაიზარდა.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა