რა ქონებას ფლობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია მიმინოშვილი

2019 წლის 21 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია მიმინოშვილი ფლობს სახლს, მიწის ნაკვეთსა და ძვირადღირებულ ავტომობილს.

კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მაია მიმინოშვილის სახელზეა 2011 წელს შეძენილი საცხოვრებელი სახლი თბილისში, რომლის ღრებულებაც 250 000 ლარია. იგი ასევე ფლობს 27 000 დოლარის ღებულების მიწის ნაკვეთს თბილისში, რომელიც 2010 წელს აქვს შეძენილი.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მაია მიმინოშვილმა 2018 წელს შეიძინა მსუბუქი ავტომობილი - suzuki sx4 s-cross, რომელშიც 17 500 ევრო გადაიხადა.

რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა: საქართველოს ბანკში - 3649 ლარს და თიბისი ბანკში - 12291,68 ლარს.

აღანიშნავია, რომ მაია მიმინოშვილს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე 2018 წელს მიღებული შემოსავალი არ აქვს მითითებული. 2017 წელს კი 136 339,29 ლარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მაია მიმინოშვილი აღნიშნული პოსტიდან 2018 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს.

ნინი ქეთელაური