დიდ ბრიტანეთში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 100 ყველაზე ცნობილ ბრენდს შორის Ryanair ბოლო ადგილზე გავიდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოკითხვაში 4 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ცნობილ ბრენდებს შორის მათ უნდა აერჩიათ კომპანიები, რომლითაც ყველაზე მეტად არიან კმაყოფილი. გამოკითხვის მიხედვით, ცნობილი ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair ბოლო, მე-100 ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტენდენტია უკვე მე-6 წელია ფიქსირდება და Ryanair ყოველთვის რეიტინგის ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს.
გამოკითხულთა 45% აცხადებს, რომ კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილოა და Ryanair-ს ახასიათებს, როგორც „ხარბსა“ და „ქედმაღალს“.
გამოკითხულები ძირითადად უკმაყოფილებას მომსახურების ხარისხსა და პერსონალის არაკვალიფიციურობასთან დაკავშირებით გამოთქვამენ. ამასთანავე, ისინი უკმაყოფილოები არიან ავიარეისების ხშირი გადადებითა და გაუქმებითაც.
გამოკითხვაში წარმოდგენილი იყო 2 ბრიტანული ავიაკომპანიაც, რომლებიც რესპოდენტებმა ასევე ნეგატიურად შეაფასეს. ასეულში British Airways-მა 83-ე ადგილი დაიკავა, ხოლო EasyJet-მა - 79-ე.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა