რობოტიკის ყოველწლიურ მსოფლიო კონფერენციაზე მფრინავი „ჩიტი რობოტი“ წარადგინეს

ჩინეთის რობოტიკის ყოველწლიურ მსოფლიო კონფერენციაზე გერმანულმა კომპანია Festo-მ წარმოადგინა მფრინავი რობოტი, რომელსაც ჩიტის ფორმა აქვს.

მას აფრენის, ფრენისა და დაშვების დროს არანაირი დამატებითი მოწყობილობა თუ ძრავა არ სჭირდება.

Festo-ს ბიონური კავშირის ინჟინრებმა მფრინავი რობოტის შექმნაზე მუშაობა 2011 წელს დაიწყეს და მას შემდეგ არაერთ წარმატებას მიაღწიეს. მათი შექმნილი რობოტი წლიდან წლამდე უმჯობესდება.

რობოტი ფრენისათვის დამუხტულ ბატარეებს იყენებს და მას მხოლოდ 25 ვატი ენერგია სჭირდება. „ჩიტის“ წონა სულ რაღაც 400 გრამს შეადგენს, გაშლილი ფრთების სიგრძე კი 2 მეტრს. აღსანიშნავია, რომ რობოტი მთლინად იმეორებს ნამდვილი ფრინველის მიერ შესრულებულ მოძრაობებს.

რობოტი კომპიუტერთანაა დაკავშირებული, სადანაც მას მართავენ. რობოტში მოთავსებულია ნავიგაციის სისტემა და ყველა ინფორმაციას ფრენის სიჩქარის, გავლილი მანძილისა თუ გარემოს შესახებ მის სამართავ კომპიუტერში იგზავნება. ამასთანავე, ის აღჭურვილია არაერთი კამერით.

აღსანიშნავია, რომ მფრინავი ჩიტი რობოტის გამოცდამდე კომპანიამ მფრინავი პინგვინი და მედუზა შექმნა.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა