აშშ და იაპონია შეთანხმდნენ სავაჭრო ურთიერთობებში ხელშეკრულების ერთიან პოზიციებზე, რომელიც წლის ბოლომდე ორ ქვეყანას შორის გაფორმდება. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური გამოცემა „ნიკეი“ ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ შესაბამისი შეთანხმება მიღწეულ იქნა პარასკევს ვაშინგტონში იაპონიის ეკონომიკის მინისტრის ტოსიმიცუ მოტეგისა და ამერიკის წარმოამდგენელს სავაჭრო საკითხებში რობერტ ლეიტჰაიზერს შორის გამართული შეხვედრისას. სააგენტოს ცნობით, იაპონია დათანხმდა დასწიოს საბაჟო ტარიფები ამერიკიდიან იმპორტირებულ ღორის და საქონლის ხორცზე, ხოლო შტატები თავის მხრივ არ დააწესებენ 2,5%-იან ტარიფებს იაპონურ ავტომობილებზე.
ცნობისათვის, იაპონიამ და შტატებმა ჯერ კიდევ აპრილში დაიწყეს მოლაპარაკებები სავაჭრო საკითხების მოსაგვარებლად. ამის მიზეზი კი დონალდ ტრამპის მიერ არაერთხელ გაცხადებული პრეტენზია გახდა, რომელიც ეხებოდა შტატების იაპონიასთან სავაჭრო დეფიციტს, რომელიც წლიურად 57 მილიარდ დოლარს აღწევდა. ქვეყნებს შორის ამ დრომდე არ მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.