რისკების შეუფასებლობა, სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა, არასტანდარტული და კუსტარული ხარაჩოები - ეს იმ დარღვევების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც სამშენებლო ობიექტებზე ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფების მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა. შედეგად, 2019 წლის 12 აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით შემოწმებულ 29 ობიექტიდან სამუშაო პროცესი 9-ს შეუჩერდა.
29-ვე ობიექტზე გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება და დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს განესაზღვრათ 7-დან 14 დღემდე ვადა, ასევე 9 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი, ხოლო 14 ობიექტის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნა ჯარიმა ჯამში 310 000 ლარის ოდენობით.
12-16 აგვისტოს შემოწმებული კომპანიების ჩამონათვალი:
1. შპს ,,ჯითი გრუპი ნუცუბიძე“
2. შპს ,,კარკასი“
3. შპს ,,პიენო“
4. შპს ,,ანრი 2016“
5. შპს ,,ანი“
6. შპს ,,ლიდერ გრუპი“
7. შპს ,,ჰილს დეველოპმენტი“
8. შპს ,,რეგიალი“
9. შპს ,,გაბ ჯორჯია"
10. შპს ,,პეტრა“
11. შპს,, მაქრო ქონსტრაქშენ“
12. შპს ,, ახალი სკოლა“
13. შპს ,,კონსოლი“
14. შპს ,,ლეველი“
15. შპს ,,ცერერა“
16. შპს ,,კომპაქტ დეველოპმენტი+“
17. ამხანაგობა გერგეთი 2019
18. ამხანაგობა ამქარი
19. ამხანაგობა ,,იმედი ჰაუსი"
20. შპს ,,ეკო დეველოპმენტი“
21. შპს ,,ალუ“
22. შპს ,,ისანი”
23. შპს ,,მ2 მთაწმინდაზე“
24. შპს ,,მანუ“
25. შპს ,,ვესტ საიდ“
26. შპს ,,ნიუ ჰორიზონ“
27. შპს ,,5მ ინშაათ“
28. შპს ,,ნინო“
29. შპს ,,ხალედ ალრაჯჰი ჰოლდინგ კომპანი“
ერთობლივი ინსპექტირების ფარგლებში, რომელიც დაიწყო 2019 წლის 23 ივლისს ჯამში 16 აგვისტოს ჩათვლით შემოწმდა 117 ობიექტი. ერთობლივ მონიტორინგს ახორციელებენ - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.