ინდონეზიის დედაქალაქი ჯაკარტადან აღმოსავლეთ კალიმანტანის პროვინციაში გადავა. ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა. აღმოსავლეთ კალიმანტანი კუნძულ ბორნეოზე მდებარეობს. დედაქალაქის გადატანის საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ჯაკარტამ სწრაფი ჩაძირვა დაიწყო. კერძოდ, დედაქალაქი წლის განმავლობაში დაახლოებით 25 სანტიმეტრით იძირება, რის გამოც ათწლეულების შემდეგ აღნიშნულ ქალაქში ცხოვრების შესაძლებლობა აღარ იქნება.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი ქალაქი ჩაანაცვლებს ჯაკარტას, ჯერ მხოლოდ პროვინციაა ცნობილი. დედაქალაქის გადატანის პროექტი დაახლოებით 33 მილიარდი დოლარი დაჯდება. ქალაქი ჯაკარტა კუნძულ ჯავაზე მდებარეობს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძულია, სადაც 10 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.