საბერძნეთის კუნძულ სამოსზე 1000-მდე ტურისტის და ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთის კუნძულ სამოსზე 1000-მდე ტურისტის და ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა. „ბიბისის“ ცნობით, ამის მიზეზი მასშტაბური ტყის ხანძრები გახდა. ტურისტები სასტუმროებიდან და სანაპიროებიდან გაიყვანეს.

გასულ უქმეებზე 700 მეხანძრე ცდილობდა ქვეყანაში არაერთი ხანძრის კერის ლოკალიზებას. ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონი სწორედ კუნძული სამოსია, სადაც ცეცხლი სასტუმროებს მიუახლოვდა. მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში ხელს ქარიანი ამინდი უშლის. ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სამსახურის განცხადებით, ხანძრების მაღალი რისკია სამხრეთით მდებარე პელოპონესის რეგიონში.