ბათუმის ქუჩებში სპეცტექნიკის უკანონო განთავსება აიკრძალა. ტრაილერების, ექსკავატორების, თვითმცლელებისა და ამწეების გადაყვანა გოგოლის ქ. #1-ში განხორციელდება, სადაც უკვე 6 ჰა ფართობის სივრცე მოწესრიგდა.
სატრანსპორტო საშუალების მფლობელები ტერიტორიაზე დგომის გადასახადისაგან გათავისუფლდებიან. სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ერთ სივრცეში გადაყვანა განხორციელდება მთელი ქალაქის მასშტაბით. გათავისუფლებული ტერიტორიების კონტროლს ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით მოახდენს.
„აღნიშნულ ქუჩებზე უახლოეს პერიოდში განთავსდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების დგომის ამკრძალავი ნიშნები. სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების გაფრთხილება 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა“, - ნათქვამია „ბათუმის წყლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.