შემოდგომა-ზამთრის კამპანიის ფარგლებში, CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი “Discovery Georgia” დამზადდა, სადაც საქართველოს ისტორიული ადგილები, ბუნება, კურორტები და კულინარია არის აღწერილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების ეთერით საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლების ჩვენება მიმდინარეობს.
პარალელურად სპეციალური სიუჟეტები და სტატიები საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ მზადდება.