ცენტრალური აფრიკის რეგიონებში ხანძარია, რომელიც მასშტაბებით ამაზონის ტყეებში არსებულ ხანძრებს აღემატება. როგორც „ნასას“ რუკები აჩვენებს, ხანძრებს ამაზონის გარდა მსოფლიოს სხვა წერტილებშიც ებრძვიან, ყველაზე მასშტაბური ხანძრები კი სწორედ აფრიკის რეგიონშია. კერძოდ, ბოლო ორი კვირაა რაც ანგოლაში სამჯერ უფრო მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, ვიდრე ბრაზილიაში. „ბიბისის“ ცნობით, ამ ქვეყანაში ოფიციალური მონაცემებით 6 902 ხანძრის კერაა, მის მეზობელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კი 3 395. თუმცა, „ნასას“ რუკები ვერ აფიქსირებს ცეცხლი ძირითადად ბალახს უკიდია თუ ტყეებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, აფრიკის რეგიონშიც ფერმერები ხანძარს სასოფლო- სამეურნეო მიწების გასასუფთავებლად იყენებენ, ვინაიდან ეს გზა მათ ყველაზე იაფი უჯდებათ.