2018 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 3 666.1 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 8.4 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საქსტატის მონაცემებით, სტუმართა 71.3 %-ს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან 19.7% რუსეთის ფედერაციის მოქალაქები იყვნენ, რაც 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს 29.4 %-ით აღემატება. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უმეტესობას გერმანიისა (23.2%) და პოლონეთის (19.5%) მოქალაქეები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უდიდესი წილი თურქეთისა (20.9%) და ისრაელის (18.8 %) მოქალაქეებს ეკავათ.
რაც შეეხება უცხოელების საქართველოში ვიზიტის ძირითად მიზეზებს, 2018 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად რეკრეაციისა და დასვენების მიზნით (77.7 %) სტუმრობდნენ; 11,2% საქმიანი და პროფესიული ვიზიტით იმყოფებოდა, 0,7 % - მკურნალობისთვის, 10,4% კი სხვა მიზნებისთვის.
საქსტატის ინფორამციით, სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში რეკრეაციისა და დასვენების მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობა რუსეთის ფედერაციისა (20,7%) და თურქეთის მოქალაქეს (11,2%) წარმოადგენდა. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 9,2% - ისრაელის, 6,9% - უკრაინის, 5,3% - ირანის, 3,8%- აზერბაიჯანის, 3,4% -გერმანიის, 3,3% - სომხეთის, 2,8% - პოლონეთის, 2,5% - საუდის არაბეთის, ხოლო 30,9% სხვა ქვეყნის მოქალაქეების იყვნენ.