ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტის (ჯამში 560 ღერი) შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის მე-7 ნაწილით შესაბამისად, საქონლის 18 წლამდე პირზე რეალიზაციის ფაქტზე, ადმინისტრაციული სახდელის სახით ფულადი ჯარიმა 150 ლარის ოდენობით შეეფარდა.
საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით მარნეულის მაგისტრატ სასამართლოს გადაეგზავნა.