სპეციალური ფასი ბილაინის ინტერნეტპაკეტებსა და სატარიფო გეგმაზე

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი, 28 აგვისტოს მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურ ფასს ინტერნეტპაკეტებსა და სატარიფო გეგმაზე:

  • 10 GB მხოლოდ ₾ 5 (მოქმედების ვადა 30 დღე)
  • 30 GB მხოლოდ ₾ 10 (მოქმედების ვადა 30 დღე)
  • სატარიფო გეგმა „წითელი“ მხოლოდ ₾ 15 (ულიმიტო ზარები ადგილობრივ მობილურ ოპერატორებთან; ულიმიტო SMS; 2 GB მობილური ინტერნეტი).

ბილაინი მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტპაკეტებისა და სატარიფო გეგმების ფართო არჩევანს, მორგებულს სხვადასხვა საჭიროებაზე, 3G და 4G/LTE ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით. ბილაინის მიზანია, რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს მიეცეს წვდომა ხარისხიან და ხელმისაწვდომ მობილურ კავშირსა და ინტერნეტზე.

ცნობისთვის, შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფში „ვიონი“ (VEON), რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com