Johnson & Johnson 572 მლნ დოლარით დააჯარიმეს

ამერიკული მულტინაციონალური კომპანია Johnson & Johnson 572 მილიონი დოლარით დაჯარიმდა. მას ბრალად ედება ოკლაჰომას შტატის ოპიოიდზე დამოკიდებულების კრიზისში თავისი უარყოფითი წვლილის შეტანაში. კომპანიამ განაჩენის გამოტანისთანავე განაცხადა, რომ მის გასაჩივრებას აპირებს. Johnson & Johnson-ის წინააღმდეგ არსებული საქმე პირველია, რომელიც სასამართლოში შევიდა იმ ათასობით სარჩელიდან, რომელიც ოპიოდის მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების წინააღმდეგ არის შეტანილი.

მოსამართლე ტად ბალკმანმა განაცხადა, რომ პროკურორებმა შეძლეს იმის ჩვენება, რომ J&J-ს საზოგადოების უკმაყოფილებას უწყობდა ხელს მაღალი დამოკიდებულებით ცნობილი ტკივილგამაყუჩებლების დარეკლამებით.

„ამ ქმედებამ საფრთხე შეუქმნა ოკლაჰომაში მაცხოვრებელი ათასობით ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას“- დაადგინა მოსამართლემ.

კომპანიისთვის დაკისრებული ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი ოპიოდზე დამოკიდებულების წინააღმდეგ მკურნალობას მოხმარდება.

ფარმაცევტუმა კომპანიამ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ მისი რეკლამა მეცნიერული დასკვნებით იყო გამყარებული.

აღსანიშნავია, რომ ოპიოდი დაფიქსირებული იყო ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილის დაახლოებით 400 ათას შემთხვევაში 1999-დან 2017 წლების პერიოდში - აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. შტატის იურისტებზე დაყრდნობით, 2000 წლის შემდეგ ოპიოდით ზედოზირებით მხოლოდ ოკლაჰომას შტატში 6000 ადამიანი დაიღუპა.

მოამზადა სალომე აბულაშვილმა