„არემჯი“ მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი One Caucasus-ის  წარმდგენი გახდა

22-25 აგვისტოს, სოფელ წერაქვმა საერთაშორისო მულტიდისციპლინურ ფესტივალს One Caucasus-ს მეექვსედ უმასპინძლა.

წელს, ქვემო ქართლის რეგიონში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ფესტივალის წარმდგენი „არემჯი“ გახდა. ფესტივალზე მუსიკოსები, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, მათ შორის არის: აზერბაიჯანი, ბენინი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, სენეგალი, სომხეთი, უკრაინა და შოტლანდია.

მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის მონაწილეებმა მსოფლიოს 15 ქვეყნიდან ჩამოსულ 50-მდე მოხალისესთან ერთად ააშენეს ახალი, შემოქმედებით სივრცე სამი კულტურის გზაჯვარედინზე, რადგან წერაქვი - ეს არის მულტიეთნიკური ადგილი, სადაც განსხავავებული რელიგიისა და ეროვნების ადამიანები წლებია მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. ფესტივალი სხვადასხვა კულტურისა და სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში მუშაობის გამოცდილების მქონე ხელოვანებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს შეხვდნენ და შექმნან საერთო მუსიკალური პროექტები. ფესტივალი აერთიანებს მუსიკოსებს, მხატვრებს, არქიტექტორებს, პედაგოგებსა და მოხალისეებს მთელი მსოფლიოდან და აქტიურად მუშაობს ადგილობრივი საზოგადოების განვითარებაზე, რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სოფლებისთვის არაფორმალური განათლების პროგრამის განხორციელებით.

8 აგვისტოდან მოხალისეები, ცხოვრობდნენ წერაქვში და ფესტივალის მზადებისა და თანაცხოვრების პერიოდში შექმნეს მოდელი - ვიცხოვროთ ერთად ერთიან კავკასიაში - კონფლიქტების გარეშე. One Caucasus-ის მთავარი იდეაც ხომ ესაა - შექმნას უსაფრთხო და შთამაგონებელი სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახლაგაზრდებისთვის და ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას ადამიანებთან მთელი მსოფლიოდან.

სამი კვირის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში მდებარე პატარა სოფელი წერაქვი, სრულიად ახალ სიცოცხლეს იძენს. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, ადგილზე შეიქმნა შემოქმედებითი ლაბორატორია, სადაც ფესტივალის მზადების ფარგლებში ყველა მონაწილე და მოხალისე საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ახდენდა.

2019 წლის პროექტი თანადაფინანსებული და მხარდაჭერილი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ კულტურის ხელშეწყობის ფონდის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა "საჯაროდიპლომატია 2019" ფარგლებში. ფესტივალის წარადგინა კომპანია “არემჯიმ”.

ამირან ქართველიშვილი, „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე: „არემჯი’’ აგრძელებს ქვემო ქართლში სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების სპონსორობას. ამჯერად ვიმყოფებით მარნეულში სოფელ წერაქვში , სადაც იმართება საერთაშორისო ფესტივალი ‘’ერთიანი კავკასია’’. აქ 15 ქვეყნიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა ფესტივალის შინაარსა და მის ორგანიზებაზე, რათა წერაქვში ჩამოსულ სტუმრებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიეღოთ. ღონისძიებამ ნამდვილად გაამართლა, ვხედავთ ერთ სივრცეში თავშეყრილ ახალგაზრდებს, რომლებიც გამოცდილებას, მეგობრობას, სიყვარულს უზიარებენ ერთმანეთს.“

ვიტეკ ჰებანოცსკი, ფესტივალის ორგანიზატორი: “ამ ფესტივალს აქვს განსაკუთრებული მუხტი. ყველას ვინც აქ მოდის, საკუთარი, ხშორად რთული ისტორია აქვს. “ერთიან კავკასიზე” გაიგებ სხვა ადამიანის წარმატების და წარუმატებლობის შესახებ. ნახავ, როგორ იბრძვიან ახალგაზრდები, უკეთესი გარემოს, უკეთესი პირობების შესაქმნელად. სწორედ ამიტომ ეს არის იმ ადამიანების ფესტივალი, რომლებიც ახალს ყოველთვის საკუთარი ხელებით და შრომით ქმნიან.

წელს ფესტივალის მხარდამჭერებს შორის არის კომპანია „არემჯი“, რომელიც ქვემო ქართლში ოპერირებს. იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენს შორის ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის დასაწყისია, რაც საუკეთესო შედეგებს მოგვიტანს ორივე მხარეს“.