26 აგვისტოს „m2 უძრავი ქონებამ“ და „საქართველოს რაგბის კავშირმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რის შედეგადაც m2 რაგბის კავშირისა და მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სპონსორი გახდა.
ხელმოწერის საზეიმო ცერემონია ავჭალის რაგბის სტადიონზე გაიმართა. ღონისძიებას m2-ისა და რაგბის კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის მთავარი მიზანი კომფორტული, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მათ მიერ განხორციელებული პროექტები სხვადასხვა მიმართულებით. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით m2 უკვე წლებია აფინანსებს რაგბის კლუბ „ლელოს“, ასევე, რეგიონულ ფეხბურთს თელავსა და ზუგდიდში. ამიერიდან კომპანია საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორიც გახდა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, მოხარული ვარ და ვამაყობ, რომ ამიერიდან ქართული რაგბის წარმატებებთან m2-ის სახელიც იქნება დაკავშირებული, რაგბი არ არის მხოლოდ სპორტი, ეს არის გამარჯვებისთვის მებრძოლი დიდი გუნდი, ოჯახი, რომელიც უკვე ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მრავალმხრივი იქნება და ერთად მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ როგორც სპორტის განვითარებაში, ასევე, ქვეყნის შენების ისტორიაში“- ამბობს m2-ის მმართველი პარტნიორი და BK Construction-ის გენერალური დირექტორი შოთა ბერეკაშვილი.