ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში ცვლილებები შეიტანა. საქმე ეხება მომხმარებლების მხრიდან სავალუტო ჯიხურებში თანხის გადაცვლის საკითხს.
თუ 2019 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედებული წესის მიხედვით, მომხმარებელს შეეძლო ვალუტის გადაცვლიდან 30 წუთის განმავლობაში თანხა სრულად დაებრუნებინა, ახალი ცვლილების მიხედვით, თანხაზე ლიმიტი წესდება.
„ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, რომელიც უკვე ძალაში შევიდა.