"თიბისი ბანკი" ძალიან ჯანსაღი ორგანიზაციაა, სხვა საკითხები ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმის შესახებ განაცხადა.
„ძალიან ბევრი ინფორმაცია იქნა მიცემული ეროვნული ბანკისგან იმ ნაწილში, რაც ეხება მხოლოდ "თიბისი ბანკს". ეს ბანკი არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი სუბიექტი. ბანკი არის ფინანსურად ძალიან ჯანსაღი და კარგი ორგანიზაცია. სხვა საკითხებს რაც შეეხება, ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის",- განაცხადა გვენეტაძემ.
ჟურნალისტები ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან დაინტერესდნენ, რა ინფორმაცია მიაწოდა ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შესახებ პროკურატურას ისეთი, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.