ისტორიულ თურქულ ქალაქს, სადაც ათასობით ადამიანი ცხოვრობს განადგურებას რამდენიმე კვირა აშორებს. თურქეთს ოფიციალურმა პირებმა ათწლეულების მანძილზე მიმდინარე საწინააღმდეგო კამპანია უგულვებელყვეს და ქალაქის დატბორვის თავისი გეგმა გაიტანეს.
უკვე მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ისტორილ ქალაქ ჰასანქეიფს შემოსაზღვრავენ, ადგილობრივ მოსახლეობას კი სულ რამდენიმე თვე რჩება იმისთვის, რომ საკუთარი საცხოვრებელი სახლები დაცალოს და დატოვოს.
ქალაქი, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდინარე ტიგროსზე მდებარეობს, ილუსუს კაშხლის მშენებლობის პროექტის ფარგლებში დაიტბორება, რომელმაც რეგიონისთვის ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს.
აღნიშნული პროექტს რამდენიმეწლიანი ურთიერთწინააღმდეგობებით სავსე მსჯელობა ახლდა თან, ამ პროცესში კი მან სხვა ქვეყნებისა და მათი ხელისუფლების მხარდაჭერა დაკარგა. ამის მიზეზი კი ის გამანადგურებელი გავლენაა, რომელსაც ის ამ უძველეს ქალაქზე ახდენს.
არსებული ისტორიული მონაცემების თანახმად, ქალაქი ჰასანკქეიფი 12 ათასი წლისაა, რის გამოც ის პოტენციურად ერთ-ერთი ყველაზე ძველი დასახლებაა მესოპოტამიაში.
ისტორიულად მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობებიდან მეთორმეტე საუკუნის ხიდის, მეთხუთმეტე საუკუნის ცილინდრული სამარხის ნარჩენები, მეჩეთების ნანგრევები და ბუნებრივი გამოქვაბულებით.
თუმცა 12 ათასწლეულის წინანდელი ქალაქის ქუჩებს, სახლებსა და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს მაშინვე წყალი მოიცავს როგორც კი მოსახლეობა მის დაცლას შეძლებს, ქალაქისგან მხოლოდ ციტადელი დარჩება, რომელიც წყლიდან ამოიწვერება.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, კაშხლის მშენებლობას რამდენიმე ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი ექნება.
პროექტის განხორციელებას ჯერ კიდევ ეწინააღმდეგებიან ის ჯგუფები, რომლებიც ისტორიული ქალაქის გადარჩენას ცდილობენ. აქვე უნდა ითქვას, რომ პროექტს დაფინანსება ჯერ კიდევ 2008 წელს შეუწყვიტა რამდენიმე ევროპულმა კომპანიამ. თუმცა როგორც ჩანს მოწინააღმდეგეები საწადელს ვერ მიაღწევენ - 12 ათასწლიანი ისტორია წყლის ქვეშ ჩავა.
მოამზადა სალომე აბულაშვილმა