თბილისში, ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში ფიქსირდება, გარდა აზოტის დიოქსიდის და მყარი ნაწილაკების კონცენტრაციებისა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გაზომვების შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა. ასევე თბილისში ,,ილიას ბაღში“ პერიოდულად ფიქსირდებოდა ოზონის მომატებული მნიშვნელობები.
ასევე, 20 აგვისტოს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირსა და ვაშლიჯვარში 1.2-ჯერ, ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში- 1.1- ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 1.6-ჯერ, ხოლო ქ.რუსთავში-2.3-ჯერ; 21 აგვისტოს თბილისში წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 1.3-ჯერ, რუსთავში - 2-ჯერ, ხოლო ვარკეთილში- უმნიშვნელოდ. 22 აგვისტოს თბილისში წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, ,,ილიას ბაღში“- 1.3-ჯერ, რუსთავში - 1.9-ჯერ, ხოლო ვარკეთილში- უმნიშვნელოდ. 20, 21 და 22 აგვისტოს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება გამოწვეული იყო სინოპტიკური პროცესით - საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის გავრცელებით.
23 აგვისტოს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში, წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, ,,ილიას ბაღში“-1.2-ჯერ, ხოლო რუსთავში- 2-ჯერ; 24 აგვისტოს თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.1-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 1.4-ჯერ, ხოლო რუსთავში-1.9-ჯერ, 25 აგვისტოს მხოლოდ რუსთავში- 1.4-ჯერ, 26 აგვისტოს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.
„ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირსა და ქუთაისში 1.2-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ. ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ც.დადიანის ქ.N160, №11-ე საჯარო სკოლასთან; ც.დადიანის ქ.N28, N112-ე საჯარო სკოლასთან; იონა მეუნარგიას ქ. N28, N2-ე საჯარო სკოლასთან; გურამიშვილის გამზ. N29, N114-ე საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვედზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.