Apple-ს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჩინეთში წარმოებულ პროდუქტებზე ტარიფის დაწესების შემდეგ გადასახადები 15 პროცენტით გაეზარდა. ამის შესახებ „როიტერსი“ კომპანიაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც „ეფლში“ აცხადებენ, ჩინურ პროდუქციაზე აშშ-ის მთავრობის მიერ დაწესებული ტარიფები ზიანის მომტანია. მათივე თქმით, გაზრდილი ტარიფები სამომავლოდ პროდუქტებზე გაზრდილ ფასებში აისახება. თუმცა ფასების მატებასთან დაკავშირებით ჯერ გეგმებზე არ უსაუბრიათ. ასევე არ აქვთ შემუშავებული სტატეგია იმასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა კომპანია წარმოების გაფართოებას ჩინეთის საზღვრებს გარეთ.
შეგახსენებთ, ბოლო წლების განმავლობაში ,,ეფლმა“ წარმოება ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნებში გააფართოვა, მათ შორის ინდოეთში, თუმცა ჩინეთთან შედარებით სხვა ქვეყნებში არსებული ქარხნები ძალიან მცირეა. მაგალითად, ინდოეთში და ბრაზილიაში წარმოებული საქონლით ,,ეფლი“ მხოლოდ ამერიკის ბაზრის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. 2015 წელს ,,ეფლის“ საქონლის წარმოების 44.9% ჩინეთზე მოდიოდა. 2019 წლისთვის ეს რიცხვი 47.6%-მდე გაიზარდა.
,,როიტერის“ ინფორმაციით, მსოფლიოში ძალიან ცოტა მოიძებნება ისეთი ქვეყანა, სადაც იმ რაოდენობისა და მოცულობის მუშახელი და ტერიტორია იქნება, როგორც ეს ჩინეთშია.