წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო რეალური ზრდა 5.1 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2019 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, ვაჭრობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში. ხოლო სამთომოპოვებით მრეწველობაში და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში კლება დაფიქსირდა.