„შესაძლოა, ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება ამ ეტაპზე საჭირო არც იყოს“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ტექნიკური რეგლამენტის გარდა სხვა უფრო მარტივი მექანიზმებიც არსებობს, რომლის საშუალებითაც შესაძლოა, დარეგულირდეს ხორბლის იმპორტი ან ექსპორტი საქართველოში.
„როდის ამოქმედდება ტექნიკური რეგლამენტი, ვერ გეტყვით. ის შესაბამის უწყებებსა და ბიზნესს გადაეგზავნა და განხილვის პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ უბრალოდ ვქმნით და ვამუშავებთ სხვადასხვა ტიპის ტექნიკურ რეგლამენტებს, რომელსაც მოითხოვს არსებული საჭიროება, მაგალითად, ესეთებია: ტექნიკური რეგლამენტი თაფლის შესახებ, პურის შესახებ, რძე და რძის ნაწარმის შესახებ, რომელებმაც დაარეგულირა არსებული დარგები და ასევე ჩვენ მივიღეთ დავალება, რომ შეგვექმნა ხორბლის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ჩვენ შევქმენით და იმას ვერ გეტყვით, როდის ამოქმედდება.
მე საერთოდ მიმაჩნია, რომ ტექნიკური რეგლამენტი შეიძლება ამ ეტაპზე საერთოდ არ იყოს საჭირო და მისაღები, რადგან სხვა მექანიზმებიც არსებობს უფრო მარტივი, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია დავარეგულიროთ უმეტესწილად ხორბლის იმპორტი საქართველოში იმიტომ, რომ ექსპორტიორი ჩვენ ნაკლებად ვართ.
ეს მექანიზმები შეიძლება იყოს: საბაჟოზე გარკვეული სხვადასხვა დოკუმენტაციის და საბუთების მოთხოვნა; ავტოტრანპორტის სპეციალური საბუთის მოთხოვნა, რომ ის უნდა იყოს სპეცტრანსპორტი და უნდა ჰქონდეს მას ყოველ ჯერზე ჩატარებული დეზინფექცია და სხვა სამუშაოები; ტრანსპორტი, რომ მხოლოდ ხორბალმზიდი უნდა იყოს და მისით სხვა რამის გადატანა არ შეიძლება; ასევე ტვირთს უნდა ჰქონდეს ჩატარებული დამუშავება, რასაც ფუმიგაციას ვეძახით.
ეს უნდა იყოს მოთხოვნილი ყველა ტრანსპორტისთვის, ვგულისხმობ, გემს, მატარებელს და ავტოტრაპორტს, ანუ ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის გარდა სხვა საბუთებით შესაძლებელია დარეგულირდეს ეს საკითხი“, - განცახდა თენგიზ კალანდაძემ.
ცნობისთვის, უკვე ერთი წელია სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტმა, პროექტი, ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის შესახებ შეიმუშავა და განსახილველად მთავრობას გადაეგზავნა.
იმ შემთხვევაში, თუ ამოქმედდება ხორბლის ტექნიკური რეგლამენტი, გაკონტროლდება როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი ხორბლის ხარისხი.
ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი