2019 წლის ივლისში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.5%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ივლისში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რიცხვი 4 ათას 152 ერთეულს შეადგენდა.
ამასთან, „საქსტატის“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის (დამატებითი ღირებულების გადასახადის) გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 7 მილიარდ 328 მილიონ 600 ათას ლარს შეადგენდა.