1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9457 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9457 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9379 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0078 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2523 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2531 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0008 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.