50 საუკეთესო თანამედროვე სახლი, მსოფლიოს საუკეთესო სახლები, ოცნების სახლი ზღვის სანაპიროზე ფოტო კოლაჟები ასეთი სათაურებით ხშირად გვხვდება სოციალურ ქსელებში და ჩვენს აღფრთოვანებასაც იწვევს. ვის არ უოცნებია თანამედროვე დიზაინის სახლზე დიდი ვიტრაჟებით, ბევრი სინათლით, ბევრი სიმწვანით და საცუარო აუზით. ოცნების სახლები მიუწვდომელი გვგონია, ის რაც მხოლოდ ფოტოებზეა და რეალობას არ შეესაბამება.
სახლის დიზაინს ყველა საკუთარი გემოვნებით აფასებს, თუმცა ჩვენი ფოტოების ნახვის შემდეგ, დარწმუნებულები ვართ, ყველა შევთანხმდებით რომ ეს სახლები თანამედროვე არქიტექტურის არაჩვეულებრივი ნიმუშებია.
ეს სახლები თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსიში შენდება. სახლის მფლობელები თავად არჩევენ დიზაინს. მთავარი პრინციპია სახლის არქიტექტურა იდეალურად ერგებოდეს ლანდშაფტს.
ის რაც ამ სახლებს სხვებისგან გამოარჩევს, თანამედროვე დიზაინის გარდა არაჩვეულებრივი მდებარეობაა. თბილისი ჰილსი ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის სავალზე განთავსებული საცხოვრებელი კომპლექსია, სადაც ტერიტორიის უმეტესი ნაწილი გამწვანებას ეთმობა. მწვანე საფარი, ტყეები და გამწვანებული გოლფის მოედანი თბილისი ჰილსის სამეზობლოს განუყოფელი ნაწილია, რაც ამ ტერიტორიას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. მაცხოვრებლებს საშუალება აქვთ დატკბნენ არაჩვეულებრივი ხედებით შავნაბადას მონასტერზე, თბილისსა და ყაზბეგის მთაზე. ბუნებას ძალიან დიდი გავლენა აქვს სახლებზე თბილისი ჰილსში.
თბილისი ჰილსში ცხოვრების წესიც განსხვავებულია. მაცხოვრებლებს აქვთ ყველანაირი ინფრასტრუქტურა სახლთან ძალიან ახლოს, დახურულ, დაცულ ტერიტორიაზე. ევროპული სკოლა და საბავშვო ბაღი, საბავშვო მოედნები, ჩოგბურთის კორტები, საცურაო აუზები, მარკეტები, სპა და ასე შემდეგ. აქ ყველაფერია დასვენებისთვის, განტვირთვისთვის და ასევე აქტიური ცხოვრების წესისთვის.
ადამიანების ნაწილი მიიჩნევს, რომ სახლი უნდა იყოს უზარმაზარი და ძალიან ძვირადღირებული, რომ იყოს ლუქს კლასის, რაც სიმართლესთან ახლოს სულაც არ არის. მთავარი ამ დროს არქიტექტორის პროფესიონალიზმია. მისი გემოვნება და სტილის შეგრძნება გადამწყვეტ როლს თამაშობს. არქიტექტორს შეუძლია ძალიან მცირე ფართის ისე დაგეგმარება, რომ ვიზუალურად სახლი ყველა მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებდეს. ასეა თბილისი ჰილსშიც. კერძო სახლის მფლობელები თავად ირჩევენ ფართობს, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად კომფორტულია და არქიტექტორებთან ერთად არგებენ მას არსებულ სივრცეს.
კიდევ ერთი დამატებით კომფორტი გრძელვადიანი ინვესტირების მსურველებისთვის იმ არჩევანის მრავალფეროვნებაა, რასაც თბილისი ჰილსში სთავაზობენ. მომავალ მაცხოვრებელს შეუძლია შეიძინოს მიწის ნაკვეთი და თავად, საკუთარი დიზაინით ააშენოს ოცნების სახლი ან შეიძინოს რამდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთი და დაიდოს ბინა მაღალი კლასის აპარტამენტში ან თუნდაც ე.წ თაუნჰაუსში, რაც დაწყვილებულ სახლებს ნიშნავს. ყველა ამ სახლის დიზაინი ისეთივე დახვეწილი და თანამედროვე იქნება, როგორც კერძო სახლები ფოტოებზე. საერთაშორისო კვალიფიკაციის არქიტექტორებმა და დიზაინერებმა შექმნეს ბუნებრივი, მაღალი ხარისხის მასალებით მოპირკეთებული სახლების გეგმა, რომელიც ყველანაირი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს და თან არაჩვეულებრივად ერწყმის გარემოს. მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტების მასალები გამოიყენება ინტერიერშიც. ენერგოდამზოგავი მასალები კი კომპლექსს ენერგოეფექტურს ხდის, რაც ეკოლოგიაზე ზრუნვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ყველაფერი ეს კი ისევ იმ არაჩვეულებრივი, ბუნებრივად გამწვანებული გარემოს დაცვისა დაშენარჩუნებისთვისაა, რომელიც თბილისი ჰილსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.