საქართველოში შიდა ფრენებზე მოთხოვნა გაიზარდა. „აკ-ეარ ჯორჯიას“ მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 ლის 7 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეისების შესრულება 20,1%-ით, ხოლო გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 26,0%-ით გაიზარდა.
კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ – ივლისში მესტიის მიმართულებით შესრულებული რეისების რაოდენობა ორივე აეროპორტიდან ჯამურად 24%-ით გაიზარდა,
ხოლო გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა - 26 %-ით. ამასთან, რეისზე მგზავრის დატვირთვის კოეფიციენტი 2018 წელს 88,6%-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს 90%-ს.
„აკ-ეარ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქუთაისი–მესტია–ქუთაისის ავიარეისებზე გადაყვანილ მგზავრებში საქართველოს რეზიდენტი პირები არიან 10%, ხოლო 90%- უცხოელი ტურისტები. რაც შეეხება, ნატახტარი–მესტია–ნატახტარის ავიარეისებს, გადაყვანილი მგზავრებში 20% საქართველოს რეზიდენტია, 80% კი არარეზიდენტი, ანუ უცხოელი ტურისტი.
მგზავრთა რეზიდენტობის მხრივ, 2018 წელს 24 % იყო ადგილობრივი და 76% ტურისტი.
რაც შეეხება ამბროლაურის მიმართულებით ფრენებს, შესრულებულ ავიარეისებში ზრდა შეადგენს 10%-ს, ხოლო გადაყვანილ მგზავრებში 25,6%-ს. 2018 წელს 99% მგზავრის იყო საქართველოს რეზიდენტი პირი და მხოლოდ 1% - უცხოელი ტურისტი.
შესრულებული რეისებისა და მგზავრთა ნაკადის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ცხრილზე:
„აკ-ეარ ჯორჯიას“ ინფორმაციით, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით ყველა მიმართულებით ფრენებზე, ავიაბილეთების ფასში ცვლილება არ ყოფილა.
ცნობისთვის, ნატახტარიდან მესტიის მიმართულებით ერთი გზის ღირებულება 90 ლარია, 12 წლამდე მოზარდისთვის 63 ლარი, ხოლო 3 წლამდე ბავშვისთვის მგზავრობა უფასოა. ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით, ისევე როგორც ნატახტარიდან ამბროლაურის მიმართულებით, ერთი გზის ფასი 50 ლარია, 12 წლამდე მოზარდისთვის - 35 ლარი, ხოლო 3 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო.