კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

31 აგვისტოს, გაგარინის ქუჩაზე N11-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და დაზიანების აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 31 აგვისტოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, საბურთალოს, ბუდაპეშტის, ჯიქიას და მიმდებარე ქუჩებს; ნუცუბიძის ქუჩას და მიკრორაიონებს;

კრწანისის რაიონში: ლესელიძის, დიუმას და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით.