ჰაკერებმა „ტვიტერის“ ერთ-ერთი დამაარსებლის და აღმასრულებელი დირექტორის ჯეკ დორსის გვერდი გატეხეს და მისი სახელით რასისტული და ანტისემიტური განცხადებები გამოაქვეყნეს.
შეურაცხმყოფელი განცხადებების ნაწილი უშუალოდ დორსის მეტსახელით „@jack“ გაიგზავნა. მსგავსი განცხადებები 15 წუთის განმავლობაში იყო განთავსებული.
„ტვიტერმა“ განაცხადა, რომ აღნიშნული ინციდენტი მობილური კავშირის ერთ-ერთი ოპერატორის უსაფრთხოების სისტემაში არსებული ხვრელის გამო მოხდა. დორსის მიკრობლოგს მეტსახელით „@jack“ 4 მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
ჰაკერულ შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღო ჯგუფმა, რომელიც თავს Chuckling Squad (მოხითხითე რაზმს) უწოდებს.