მსოფლიოს 20 ყველაზე მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპი 2018 წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული იკლებს. ამის მიზეზი კი სამრეწველო სექტორში დინამიკის შენელება და ზოგადად მსოფლიო ვაჭრობაში ვითარების გაუარესებაა.
ეკონომიკური ზრდის დინამიკის სინქრონული შენელების შესახებ ინფორმაციას Fitch Ratings ავრცელებს. კომპანიის ექსპერტების განცხადებით, მშპ-ს ზრდის შემცირება ფიქსირდება ისეთ ქვყნებში როგორებიცაა აშშ, ჩინეთი, ევროზონის ქვეყნები და პრაქტიკულად ყველა სხვა დანარჩენ მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვყენებში.
Fitch-ში განმარტავენ, რომ სამრეწველო სექტორში მდგომარეობის გაუარესება კომპენსირდება სამომხმარებლო აქტივობის ზრდით უმეტეს ქვეყნებში, თუმცა ცალკეულ ქვეყნებში მდგომარეობის გაუარესების ნიშნებია, მათ შორის ეს ფიქსირდება ჩინეთში, სადაც სამომხმარებლო სექტორზე აშშ-ჩინეთს შორის არსებული დაძაბული სავაჭრო ურთიერთობები მოქმედებს.