Apple, Shell, JPMorgan Chase და ჩინური ბანკები - The CEO Magazine-მა 2019 წლის 10 უმსხვილესი კომპანია დაასახელა

გამოცემა The CEO Magazine 2019 წლის 10 უმსხვილეს კომპანიას ასახელებს. აღსანიშნავია, რომ მათ შორის 5 ჩინური, 4 ამერიკული და 1 ბრიტანული კომპანიაა. ამასთანავე, მათი უმეტესობა საფინანსო სექტორში საქმიანობს.

Apple (აშშ)

სიის პირველ ადგილს Apple იკავებს. სტივ ჯობსმა ის 1976 წელს დააარსა და დღესდღეობით ელექტროტექნიკის წარმოებასა და მის პროგრამულ უზრუნველყოფაში უპირობო ლიდერია. კომპანიის მთლიანი ბიუჯეტი 961 მილიარდი აშშ დოლარია.

Royal Dutch Shell

Royal Dutch Shell ჩამონათვალში მე-2 კომპანიაა, რომელიც საფინანსო სექტორში არ მოღვაწეობს. Royal Dutch Shell გაზისა და ნავთობის მიმწოდებელი უმსხვილესი კომპანიაა, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 382 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

JPMorgan Chase

JPMorgan Chase აშშ-ის უდიდესი საბანკო დაწესებულება და ამასთანავე ერთ-ერთი უძველესი საფინანსო კომპანიაა მსოფლიოში. მისი მთლიანი ბიუჯეტი 368 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ICBC

ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკი (ICBC) ჩინეთის ყველაზე მსხვილ კომპანიად დასახელდა. კომპანია 1984 წელს დაარსდა და მისი მთლიანი ბიუჯეტი 305 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ICBC-ში 449 269 ადამიანია დასაქმებული.

Bank of America

Bank of America კომპანიებს შორის ყველაზე ძველია და ის 1904 წელს დაარსდა. კომპანია აშშ-ის მსხვილ საბანკო მომსახურებაზეა პასუხისმგებელი. მისი მთლიანი ბიუჯეტი 287 მილიარდი აშშ დოლარია.

Ping An Insurance Group

სიის კიდევ ერთი უმსხვილესი კომპანია Ping An Insurance Group ჩინეთში დაზღვევასა და საინვესტიციო სფეროებში 376 900 ადამიანს ასაქმებს. მისი მთლიანი ბიუჯეტი 220 მილიარდი აშშ დოლარია.

Agricultural Bank of China

ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკი 1951 წელს დაარსა და მისი მთლიანი ბიუჯეტი 197 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მასში 473 000 ადამიანია დასაქმებული.

China Construction Bank

China Construction Bank 1954 წელს დაარსდა და ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს საბანკო კომპანიას წარმოაგდენს. კომპანია ასევე სახაზინო ბიზნესშია ჩართული. მისი მთლიანი ბიუჯეტი 150 მილიარდ აშ დოლარს შეადგენს.

Wells Fargo

უილიამ ველსისა და უილიამ ფარგოს მიერ დაარსებული Wells Fargo ერთ-ერთი ყველაზე ძველი ამერიკული საფინანსო კომპანია, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 101 მილიარდი აშშ დოლარია.

Bank of China

ჩინეთის ბანკი 1929 წელს დაარსდა და ქვეყანაში საბანკო მომსახურებასა და დაზღვევის სფეროებში ლიდერობს. მასში 311 000 ადამიანია დასაქმებული. ბანკის მთლიანი ბიუჯეტი 73 მილიარდი აშშ დოლარია.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა