1-ლი სექტემბრიდან მსოფლიოს ორმა უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ ერთმანეთს ახალი, გაზრდილი საბაჟო ტარიფები დაუწესა.
1-ლი სექტემბრიდან ძალაში შევიდა თეთრი სახლის განკარგულება ახალ საბაჟო ტარიფებზე, რომელიც ჩინეთიდან იმპორტირებული 112 მილიარდი დოლარის პროდუქციაზე 15%-იან ზრდას ითვალისწინებს, ხოლო ამ ტარიფების მეორე ნაწილი 15 დეკემბრიდან ამოქმედდება.
ამის პასუხად ჩინეთმაც აამოქმედა ამერიკიდან იმპორტირებულ 75 მილიარდი დოლარის პროდუქციაზე 10%-იანი საბაჟო ტარიფი, მეორე ნაწილი ასევე 15 დეკემბერს ამოქმედდება და ის 25 და 5 პროცენტით განისაზღვრება.
როგორც ცნობილია, ჩინეთი და აშშ უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ დაარეგულირონ სავაჭრო ურთიერთობები, თუმცა უშედეგოდ. ბოლო ასეთი მცდელობისთვის შეხვედრების მორიგი რაუნდი შანხაიში 30-31 ივლისს გაიმართა.