კომპანია Pandora ემზადება განახორციელოს გლობალური რებრენდინგი, რომლის ფარგლებშიც მოხდება ბრენდის ლოგოს და შესაბამისად, 2 700 მაღაზიის განახლებაც.
Pandora იუწყება, რომ კომპანია გეგმავს აქტიური თანამშრომლობის დაწყებას ცნობილ სახეებთან. ბრენდის ელჩად სახელდება სერიალ „Stranger Things”-ის მსახიობი მილი ბობი ბრაუნი, რომელთანაც კამპანია ოქტომბრიდან დაიწყება.
რა თქმა უნდა, მოხდება კოლექციის გადახედვაც, კომპანია აპირებს კოლექციების თემატურად განახლებას, ასე მაგალითად, გაყიდვაში ჩაეშვება მულტფილმ „ცივი გულის“ მოტივებზე შექმნილი ახალი ხაზი, ასევე „ჰარი პოტერის“ ხაზი და სხვა.
ამავდროულად, კომპანია შეეცდება მოახდინოს საკუთარი თავის დისტანცირება როგორც „ხელმისაწვდომი ბრენდისგან“.
კომპანიის რებრენდინგი სუსტი ფინანსური მაჩვენებლების ფონზე ხორციელდება, რომელიც 2016 წლიდან მოყოლებული მცირდება.