ფოტო-მოდელმა და მსახიობმა კიმ კარდაშიანმა გადაწყვიტა სახელი შეუცვალოს მისი თეთრეულის ბრენდს. ამის მიზეზი კი იაპონელების მხრიდან დაწყებული კრიტიკა გახდა. შესაბამისად, ბრენდს ამიერიდან არა Kimono Solutionwear, არამედ Skims Solutionwear ერქმევა. როგორც თავად კარდაშიანმა „ინსტაგრამში“ დაწერა, მან დაუჯერა მის ფანებსა და ხელმომწერებს და ამის შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
პირველადმა სახელწოდებამ აუდიტორიაში კრიტიკა გამოიწვია. მსახიობი სხვისი კულტურის უპატივცემულობაში დაადანაშაულეს. განსაკუთრებით აღშფოთებულები იყვნენ იაპონელები, რომლებმაც დაიწყეს კრიტიკული პოსტების წერა ჰეშტეგით #KimOhNo.
თავად კარდაშიანმა ინტერვიუში განცხადა, რომ მის მიზანს სულაც არ წარმოადგენდა სხვისი შეურაცხყოფა, არამედ მისი მოდელების სილამაზისთვის ხაზგასმის მიზნით შეარჩია, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და სახელი შეუცვალა.
კარდაშიანის სხეულის მაკორექტირებელი კოლექციის გაყიდვები 10 სექტემბრიდან დაიწყება და ის ხელმისაწვდომია XXS --დან 5XL-ზომამდე.