სინგაპურის სასტუმროებმა სტუმრების მაჩვენებლებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწიეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი მოგზაურებისა და ბიზნეს ღონისძიებების ჰონგ-კონგიდან სინგაპურისკენ მასობრივად გადამისამართება გახდა. ჰონგ-კონგში პრო-დემოკრატიული პროტესტი მიმდინარეობს, რამაც ტურისტული ვიზიტებისა და ბიზნეს ღონისძიებების მაჩვენებლები მკვეთრად შეამცირა.
Reuters-ი იუწყება, რომ სინგაპურის ტურიზმის საბჭომ ორშაბათს გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც სასტუმროზე მოთხოვნის ზრდას უჩვენებს: ივლისში ქალაქ-სახელმწიფოს სასტუმროების დაკავების მაჩვენებელმა 93.8%-ს მიაღწია, მაშინ, როცა ამ მხრივ ბოლო რეკორდი სინგაპურში 2005 წელს დამყარდა - 92.5% პროცენტით.
მონაცემებმა ასევე აჩვენა, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში, ერთ ოთახზე ყველაზე მაღალი შემოსავლები წელს ფიქსირდება. გამოცემას სასტუმროების მესაკუთრეებმა განუცხადეს, რომ ამის მიზეზი სინგაპურის მეტოქე ბიზნეს-ჰაბიდან ჰონგ-კონგიდან კონფერენციებმა ქალაქ-სახელმწიფოში გადაინაცვლა და სასტუმროების ჯავშნებიც გაიზარდა. სწრაფი და უხეში ზრდის ტენდენცია კი ივნისიდან ფიქსირდებოდა.
მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა