„სამსუნგი“ ახალ ტელეფონს ამზადებს, რომელიც ოთხად იკეცება

„სამსუნგი“ მომავალ წელს გამოუშვებს ტელეფონს, რომელიც ოთხად იკეცება. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სამხრეთ კორეული კომპანია „სამსუნგი“ ამჟამად 6.7-ინჩიან ტელეფონზე მუშაობს, რომელიც დაასრულებს მომხმარებელთა მუდმივ პრობლემას - მისი დაკეცვა 4 ნაწილად იქნება შესაძლებელი და ჯიბეში მარტივად მოთავსდება.

კომპანიამ გასულ წელს Galaxy Fold გამოუშვა, რომლის ორ ნაწილად მოხრაა შესაძლებელი. ახალი ტელეფონი კი, მასთან შედარებით უფრო თხელი იქნება და მომხმარებელს მისი 4 ნაწილად დაკეცვა შეეძლება.

ამასთანავე, ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ტელეფონს 2 უკანა და გაუმჯობესებული წინა კამერები ექნება. ახალ ტელეფონს მართკუთხედის ფორმა ექნება და აქამდე გამოსულ ყველა მოდელზე უფრო დიდი იქნება.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა