Lego-ს გაყიდვები გაეზარდა - კომპანიამ ყველაზე გაყიდვადი სათამაშოები დაასახელა

სათამაშოების მწარმოებელმა ცნობილმა დანიურმა კომპანიამ 2019 წლის გაყიდვების 4%-იანი ზრდის შესახებ გამოაცხადა. კომპანიას გაყიდვები 2018 წლის პირველი 6 თვის მონაცემთან შედარებით გაეზარდა და შემოსავლის სახით 2,1 მილიარდი დოლარი მიიღო.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ნილს ბიორნ კრისტიანესნმა განაცხადა, იმ ფონზე, რაც ხდება მსოფლიო სათამაშოების ბაზარზე, კომპანია კმაყოფილია არსებული შედეგით. ამასთან, კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზით ირკვევა, რომ ის გეგმავს გაფართოვებას ინდოეთისა და ჩინეთის ბაზარზე. ჩინეთში წლის ბოლომდე კომპანიას 140 მაღაზია, ხოლო ინდოეთში ქალაქ მუმბაიში წარმომადგენლობა ექნება.

გაყიდვების ყველაზე მეტი წილი მოვიდა სათამაშოების სერიაზე - Lego City, Creator, Friends, Technic, Ninjago და Star Wars.

კოკა კვირკველია