როგორ გავლენას ახდენს ტრამპის „ტვიტერი“ ბაზარზე

აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში დონალდ ტრამპი უკვე არაერთხელ გამხდარა ბაზრის მონაწილეებისთვის და ექსპერტებისთვის ერთ-ერთი მთავარი ნიუსმეიკერი. პრაქტიკულად ყოველდღე ტრეიდერები იძულებულნი არიან მიიღონ გადაწყვეტილებები იმის გათვალისწინებით, თუ რას დაწერს ქვეყნის პირველი პირი სოციალურ ქსელში, თუმცა მის „ტვიტებზე“ ყველა არ რეაგირებს.

როგორც Bloomberg -ი წერს, ბევრის აზრით, დონალდ ტრამპი, უბრალოდ, ბაზრით მანიპულირებს მისი ინტერესებიდან გამომდინარე და ამ აზრს არსებობის უფლება ნამდვილად აქვს. ასეა თუ ისე, ბაზარი ტრამპის „ტვიტების“ გარეშე უკვე წარმოუდგენელიც კია, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება საფონდო ბირჟებს, სავალუტო ბაზრებსა და ასევე ენერგომატარებლების ბაზარს.

ამერიკის პრეზიდენტი აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს, ხან სავაჭრო ომებს ააგორებს ცალკეულ ქვეყნებთან, აწესებს სანქციებს ზოგიერთების წინააღმდეგ, ამ ყველაფერს კი წინ უძღვის მისი აქტიურობა სოციალურ ქსელში.

არ არის გასაკვირი, რომ მისი „ტვიტების“ ლომის წილი მოდის ჩინეთის თემატიკაზე, თუმცა სწორედ ჩინელები აქცევენ მას ყველაზე ნაკლებად ყურადღებას - წერს Bloomberg-ი. ამის მიზეზი კი მარტივია, ჩინეთში „ტვიტერი“ დაბლოკილია და ის რეალურ გავლენას ვერ ახდენს.

კოკა კვირკველია