კოსმეტიკურმა კომპანიამ Avon-მა ბულგარეთში გახსნა პორტრეტების გამოფენა, რომლებიც ტონალური კრემებით არის შესრულებული. როგორც სარეკლამო პორტალ Ads Of The World-ში წერია, მოდელების სახის ასახვისთვის მხატვარმა სილვია ბოგოევამ გამოიყენა Avon-ის წარმოების ტონალური კრემები.
სულ გამოფენაზე 15 პორტრეტი გამოიფინა და მათ შესაქმნელად მხატვარმა კომპანიის ტონალურების ხაზის Power Stay-ის 15 ტონალობა გამოიყენა.
კამპანიაზე იმუშავა სარეკლამო სააგენტომ Proof-მა.