განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, უწყებას გრიფირებასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივები ექნება. ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმაკომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
“შემოდგომიდან სახელმძღვანელოების მიმართულებითაც იგეგმება სიახლეები. წელს უკვე გვაქვს მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები, როგორც ხარისხობრივად, ასევე ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, მაგრამ უფრო უკეთესი გვჭირდება. გრიფირებასთან დაკავშირებით გვექნება ახალი ინიციატივები, რაც რადიკალურად შეცვლის და გააუმჯობესებს სახელმძღვანელოების ხარისხს.
ჩვენ მთელი ზაფხული ძალიან ინტენსიურ კონსულტაციებს ვაწარმოებდით ამ სფეროს წარმომადგენლებთან, ვმუშაობდით გრიფირების ახალ წესზე და ეს ცვლილებები, რასაც შემოგთავაზებთ, დადებითად აისახება თითოეული სკოლაზე და თითოეული სახელმძღვანელოს ხარისხზე” , - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.