პარლამენტის განათლების და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანდაცვის კომიტეტებმა მინისტრობის კანდიდატებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილ მიხეილ ბატიაშვილსა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმინეს. ფარული კენჭიყრის შედეგად მათ კომიტეტებისგან ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღეს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის საკომიტეტო განხილვა ხვალაც გაგრძელდება. 5 სექტემბერს ძალოვანი და ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატებს შესაბამისი პროფილის საპარლამენტო კომიტეტბში მოუსმენენ.