შეერთებული შტატები და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ მაღალი წარმომადგენლობით სავაჭრო მოლაპარაკებებს ოქტომბრის დასაწყისში, ვაშინგტონში განაახლებენ. შეთანხმებას ჩინეთის ვიცე პრემიერმა ლიუ ჰემ, აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენელმა რობერტ ლაითიზერმა, ასევე აშშ-ის ხაზინის თავმჯდომარე სტივენ მნუჩინმა, სატელეფონო საუბრისას მიაღწიეს.
„მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ ერთობლივად უნდა იმუშაონ და რეალური ნაბიჯები უნდა გადადგან იმისათვის, რომ კონსულტაციებისთვის კარგი პირობები შეიქმნას.
ოქტომბრის დასაწყისში, ჩინთსა და აშშ-ს შორის მე-13 უმაღლეს შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას ვეცდებით“, - ამბობს ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელი გაო ფენი და დასძენს, რომ პეკინი სავაჭრო ომის ესკალაციის წინააღმდეგია.
ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრამდე, ორი ქვეყნის სამუშაო ჯგუფები, დღის წესრიგის შესამუშავებლად, შუა სექტემბერში შეხვდებიან.