მიმაჩნია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული რეფორმის დროს საკმაოდ სერიოზული შეცდომა იქნა დაშვებული, როდესაც ენერგეტიკის სამინისტრო გაუქმდა - მოვამზადე წერილი, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი ცვლილება განხორციელდეს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა რევაზ არველაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
“წერილს პრემიერს გადავცემ. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ენერგეტიკული უზრუნველყოფის გარეშე ვერც სატრანსპორტო სისტემები განვითარდება, ვერც ტურიზმი, ვერც განათლების რეფორმა განხორციელდება და ვერც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა იქნება უზრუნველყოფილი. სწორედ ამ არგუმენტებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ენერგეტიკის სამინისტრო უნდა აღდგეს“, - განაცხადა რევაზ არველაძემ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.