პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა, მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.
ოთხმა საპარლამენტო კომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს ივანე მაჭავარიანს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს მაია ცქიტიშვილს მოუსმინა.
შეგახსენებთ, რომ სამთარობო ცვლილებების ფარგლებში, მინისტრობის კანდიდატებმა დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა წარუდგინეს.