შვედურმა კომპანიამ H&M-მა ბრაზილიიდან ნატურალური ტყავის შესყიდვა დროებით შეაჩერა. ამის მიზეზი ამაზონის ტყეში გაჩენილი ხანძრები სახელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Globu ავრცელებს.
„ამაზონის ტყეების ბრაზილიის ნაწილში ტყის მასშტაბური ხანძრების გამო და აქედან გამომდინარე მესაქონლეობაში შექმნილი პრობლემების შედეგად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევწყვიტოთ ბრაზილიიდან ტყავის ექსპორტი“ - ნათქვამია გაზეთის მიერ გავცერელებულ კომპანიის დოკუმენტში. გამოცემა დასძენს, რომ აკრძალვა ძალაში იქნება მანამდე, სანამ კომპანია არ მიიღებს გარანტიებს, რომ აღნიშნული მრეწველობა არ აყენებს ზიანს ადგილობრივ გარემოს ამაზონში.
როგორც ცნობილია, ბრაზილიური ტყავის ექსპორტზე აგვისტოს ბოლოს უარი განაცხადა შვეიცარულმა კომპანიამ VF Corporation, რომელსაც ეკუთვნის პოპულარული ბრენდები Vans და Timberland.
ბრაზილია ქვეყანაში წარმოებული ტყავის 80%-ის ექსპორტს ახდენს. მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 712 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 18,5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ექსპორტირებული ტყავის მეოთხედის ექსპორტი ხორციელდება ჩინეთში, მისი მსხვილი კლიენტები არიან ასევე იტალია და აშშ.