საქართველოში ერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ საქმიანობის სფერო შეიცვალა.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 30 აგვისტოს განკარგულებაშია აღნიშნული.
კერძოდ, საუბარია, შპს – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „იმერკრედიტზე“ , რომელსაც სებ-მა საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე-სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას, თანხმობა მისცა.
„შპს – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „იმერკრედიტში“ შეწყდეს ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს ნუგზარი მურუსიძე. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში,“-აღნიშნულია განკარგულებაში.
შეგახსენებთ, რომ „იმერკრედიტს“ რეგისტრაცია მიმდინარე წლის ზაფხულში, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის 26 ივნისის განკარგულებით გაუუქმდა და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.