ფადი ასლი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე - ეს საქმე ცუდად მოუბრუნდება ბიძინა ივანიშვილსა და პროკურატურას, რომელიც მიკი მაუსის სტუდიას დაემსგავსა

ეს საქმე ცუდად მოუბრუნდება ბიძინა ივანიშვილსა და პროკურატურას, რომელიც მიკი მაუსის სტუდიას, უოლტ დისნეის ოფისს დაემსგავსა, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ფადი ასლიმ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „თიბისი ბანკი“ უმსხვილესი და ძლიერი საბანკო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელზეც მიმდინარე მოვლენები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

„ეს არის აშკარა საქმე, სადაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს თავიდან მოიშოროს მისი ერთ-ერთი პოლიტიკური ოპონენტი. ივანიშვილი ცდილობს ანაკლიის პროექტის განადგურებას, ის პროკურატურას იყენებს მოწინააღმდეგეების მოსაშორებლად. ბიძინა ივანიშვილი, როგორც რამდენჯერმე ადრე, თავს დაესხა თევზს, რომელიც ძალიან დიდია იმისთვის, რომ გადაყლაპოს. ეს ძალიან უარყოფითად მოუბრუნდება საქართველოს, მის რეპუტაციას ინვესტიციების თვალსაზრისით. ეს საქმე ასევე ცუდად მოუბრუნდება ბიძინა ივანიშვილსა და პროკურატურას, რომელიც მიკი მაუსის სტუდიას, უოლტ დისნეის ოფისს დაემსგავსა. ეს არის სირცხვილი ქვეყნისთვის. ისინი საფრთხეს უქმნიან საბანკო ინსტიტუტებს, ბიზნეს კლიმატს, საინვესტიციო კლიმატსა და ქვეყნის სანდოობას,“ - განაცხადა ფადი ასლიმ.

შეგახსენებთ, როგორც „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, საქმეში უკვე დაგროვდა მასალები, რომლითაც შეიძლება სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ. ამასთან, მისი ინფორმაციით, აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე საქმეში მასთან ერთად ჩაერთო ორი უცხოელი კვალიფიციური და ავტორიტეტული ადვოკატი, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მასთან ერთად იმუშავებენ.

„მზად ვართ, გავემიჯნოთ პროექტებს, რომელშიც ვთამაშობდით წამყვან როლს, რათა დავიცვათ ისინი"
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებს ტოვებენ
მამუკა ხაზარაძე „თიბისი  ჯგუფის“ თავმჯდომარის პოსტზე ნიკოლოზ ენუქიძემ ჩაანაცვლა