Nokia-მ „ძველებური“ დასაკეცი 2720 წარმოადგინა

კომპანიამ Nokia დააანონსა კეცვადი ტელეფონის Nokia 2720 Flip გამოსვლა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ.

„ Nokia 2720 Flip ეს არის ნაცნობი დიზაინი, რომელიც უბრალოებას და სათნოობასთან ასოცირდება“, - წერია პრესრელიზში.

Nokia 2720 Flip ეს არის 2,8 დიუმიანი ეკრანის მქონე კეცვადი ტელეფონი, რომელსაც თანამედროვე აპლიკაციების მხარდაჭერაც შეუძლია, მათ შორის WhatsApp და Facebook-ის. გარდა ამისა, მას აქვს Google-ის ხმოვანი ასისტენტის მხარდაჭერაც.

ტელეფონი პირველად ტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე IFA-ზე ბერლინში უჩვენეს და მისი გაყიდვები თვის ბოლოდან დაიწყება. მოწყობილობის ფასი 89 ევროა.