თანამედროვე მსოფლიოში ყველაფერი ძალიან სწრფად იცვლება და ჩნდება ბევრი ახალი მიღწევა თუ პრობლემა. მათ შორის არის სოფლის მეურნეობაც, რომელიც დღეისათვის ახალი გამოწევევების წინაშე დგას. Euronews-ი დაინტერესდა, თუ რა ცვლილებებია დაგეგმილი ევროპის კონტინენტზე სოფლის მეუნეობაში და როგორი იქნება ფერმები უახლოეს მომავალში.
რობოტები, რომლებიც მცენარეებს დააკვირდებიან
ერთ-ერთი ინოვაცი, რომელიც მომავალში განხორციელდება არის რობოტი, რომელიც 3D ლაზერის მეშვეობით ბაღს დააკვირდება. ჭკვიანი კამერის მეშვეობით ის შეძლებს დაზიანებული ხისა თუ ნაყოფის ამოცნობასა და მისთვის ფოტოს გადაღებას. შემდეგ კი ფოტო გაიგზავნება ფერმერთან, რომელიც დაზიანების შესახებ ინფორმაციას მიიღებს და მის მოგვარებას შეეცდება. აღსანიშნავია, რომ ეს გამოგონება განკუთვნილია მათთვის, ვინც განსაკუთრებით დიდ მიწის ნაკვეთებს ფლობს.
3D დაკვირვება
პროექტ PANTHEON-ის მეშვეობით ფერმერები უფრო მარტივად შეძლებენ საკუთარი მიწის ნაკვეთის მოწყობასა და დაგეგმვას. კომპიუტერი მათ ყველა სახის ინფორმაციას მიაწვდის ნიადაგის ტიპით დაწყებული, ქარის სიჩქარით დამთავრებული. ამასთანავე, რობოტები შეძლებენ თითოეული ხის შესახებ ინფორმაციის შენახვას და ფერმერს ეცოდინება თუ რა "აწუხებს" თუთოეულ მათგანს.
ციდან დაკვირვება
იმისათვის, რომ საკმაოდ დიდ ფართობზე მდებარე ბაღების დათვალიერება და მათი მორწყვისა თუ პესტიციდების საჭიროების შესახებ ინფორმაცია სწრაფად და ამომწურავად შეგროვდეს, მეცნიერები დრონების გამოყენებას აპირებენ. ამასთანავე, ისინი ფერმერებს მოსავლის ხარისხის შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას. თანაც დრონებით დაკვირვება გარემოს არანაირად არ აზიანებს.
და ბოლოს ამ ტექნოლოგიების მიზანს არა ადამიანური მუშახელის რობოტებით შეცვლა, არამედ ფერმაში შესასრულებელი სამუშაოს გაიოლება და ინფორმაციის დროის მოკლე პერიოდში მიწოდებაა.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა